დიქტატურის დაანონსება "ოცნებას" შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს - ივანიშვილის პარტიის გეგმა უკვე შტატებშიც იციან
დიქტატურის დაანონსება "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს - ივანიშვილის პარტიის გეგმა უკვე შტატებშიც იციან. ბაიდენის ადმინისტრაციაში გაკვირვება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას გაქრობით ემუქრება.
"ვართ შეშფოთებულები" - უთვლის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებას. გაფრთხილება, რომ შესაძლოა მოქმედებაში გადავიდეს, ამას პრაქტიკაც აჩვენებს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ივანიშვილის პარტიას გზად სანქიცები წამოეწევა, თუმცა მანამდე არავინ იცის, რას მოიმოქმედებს არჩევნების წაგების შიშით შეპყრობილი ოლიგარქი. გზა რეპრესიებზე გადის. პოლიტიკოსებს უკვე უჩნდებათ ეჭვები, რომ ოლიგარქი ნადირობის ახალ სეზონს გამოაცხადებს და დაკავებების სერია დაიწყება.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.