არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, რომ ქვეყნის ღალატის ფასად უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო - კალაძე

25.08.24 20:19
არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, რომ ქვეყნის ღალატის ფასად უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო - კალაძე

"არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, რომ საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამბროლაურში, მოსახლეოაბასთან შეხვედრაზე, ივანიშვილის გუნდის წევრმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი იმასაც გაუსვა, რომ დღესდღეობით "საქართველოს ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს".

დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქართულ ტრადიციებთან, ოჯახის ინსტიტუტთან, მჯერა, ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და მკაფიო.

მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ერთობა და მხარდაჭერა, როგორიც დღეს აარის საზოგადოებაში,  2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გავაკეთოთ - რას ვირჩევთ, ვიქცეთ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ უსამშობლო საზოგადოებად, თუ ჩვენი რწმენით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ტრადიციების და უნიკალური კულტურის შენარჩუნებით გავაგრძელოთ განვითარება და სვლა ევროპისკენ.

მეგობრებო, ვფიქრობ, დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“,  ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას.

ვნახეთ ის წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, რაც “გამჭვირვალობის კანონის” მიღებას მოჰყვა. გახსოვთ, გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, თითქოს ის ეწინააღმდეგება განვითარებას, დემოკრატიულობას და ასე შემდეგ. ვნახეთ ასევე მუქარები საქართველოს უარზე- შეერთებოდა სანქციებს და ქვეყანაში გაეხსნა მეორე ფრონტი.ვინ დაზიანდებოდა ამით? ვინ დაზიანდებოდა იმით, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ყურძნით დამზადებული ღვინო ვერ გაიყიდებოდა თუნდაც რუსულ ბაზარზე, ვინ დაზარალდებოდა? დაზარალდებოდა გლეხი, მშრომელი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია. “ქართული ოცნება” იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო  დარაზმულმა საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ანდო ამ ქვეყნის ბედი, იყო და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების ერთული და დამცველი", - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები