საქართველოს ხელისუფლება ღია და პირდაპირ თანამშრომლობას ეწევა რუსეთის სპეცსამსახურებთან - გეგელია

26.08.24 12:58
საქართველოს ხელისუფლება ღია და პირდაპირ თანამშრომლობას ეწევა რუსეთის სპეცსამსახურებთან - გეგელია

"ოცნება" საქართველოს სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ ღია და პირდაპირ თანამშრომლობას ეწევა რუსეთის სპეცსამსახურებთან - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია  რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

გეგელაის თქმით, "ქართული ოცნების" რიტორიკა კრემლის პოლიტიკურ რიტორიკასთან სრულ თანხვედრაშია.

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ღია და პირდაპირ თანამშრომლობას ეწევა რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს ეროვნული და სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. დღეს, მე ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა არის სრულ თანხვედრაში კრემლის პოლიტიკურ რიტორიკასთან. ხელისუფლებას აქვს ღიად გაცხადებული კაპიტულანტური კურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს საკუთარი სუვერენული საგარეო ნება, უნდა იყოს უმნიშვნელო, ნეიტრალიტეტისკენ მიმავალი ჰიბრიდული ზონა, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მიზნებს ვეღარ ახორციელებს", - ამბობს გეგელია.

"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.

მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება. 

მსგავსი სიახლეები