არ მაქვს განცდა, რომ მისმენენ - კალაძე
"მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, სუს-ი კანონის ფარგლებში უნდა უსმენდეს.
რამდენიმე დღის წინ, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. ასე რომ, დამატებით, რაიმე სიახლეს ვერ ვიტყვი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, მე არ მაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.