რუსული დაზვერვის სკანდალური განცხადება - რითი იმართლებენ თავს "ოცნებაში"
რუსეთის დაზვერვის სამსახურის სკანდალური განცხადება - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ "ოცნების" პრორუსულ პარტიად "დაბრენდვას" სხვები ცდილობენ და სინამდვილეში კრემლიდან წამოსულ "მხარდამჭერ" განცხადებებთან მათ კავშირი არ აქვთ.
რუსეთი საკუთარი რიტორიკით, ერთის მხრივ ემთხვევა, როგორც თქვენ ამბობთ "ოცნების" რიტორიკას და მეორეს მხრივ, რაღაცნაირად მხარს უჭერს, პრორუსულ, როგორც თქვენ ცდილობთ, თქვენი დამფინანსებელი და თქვენს უკან მდგომი პარტიები "ოცნების" ხელისუფლების, ნამდვილად ქართული პარტიის დაბრენდვას პრორუსულ პარტიად, მაშინ რატომ ვერ ვახერხებთ ბრჭყალებში "ჩვენი პარტნიორები", რუსები და ის ძალები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამად არიან პოლიტიკურ ლანდშაფტზე რუსეთში, რომ არ გააკეთონ ჩვენი "მხარდამჭერი" განცხადებები და ამით არ "დაგვაზიანონ"? - ამბობს ბექა ოდიშარია.
რატი იონათამიშვილი კი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ სწორედ ისინი აეპლირებენ ოკუპანტი ქვეყნის წყაროებით, რაც მისი თქმით, რუსეთის სამსახურში ყოფნას ნიშნავს.
რას საუბრიბენ და რას წერენ ოკუპანტი ქვეყნის სხვადასხვა სამსახურები, ეს ჩვენთვის ძალიან არასაინტერესო არის და არანაირად მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ საინტერესოა, რადიკალური ოპოზიცია რატომ ინტერესდება ხოლმე ამ საკითხებით და ოკუპანტი ქვეყნის რაღაც წყაროების აპელირება, ეს ნიშნავს ოკუპანტი ქვეყნის სამსახურში ყოფნას", - ამბობს იონათამიშვილი.
"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.
მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.