მითხრეს, შენს კარებზე დამკაკუნებელს არ დაგიტოვებთო და ასეც მოხდა - მაჩალიკაშვილი (ვიდეო)
პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მაჩალიკაშვილის თქმით, ხეობაში ხალხი დააშინეს. მაჩალიკაშვილმა ამის შესახებ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში" ისაუბრა.
ბოლოს მითხრეს, ხეობაში ქისტებს, შენს კარებზე დამკაკუნებელს არ დაგიტოვებთო და ასეც მოხდა. ზუსტად ასეც მოხდა, მე მართლა მარტო ვარ დარჩენილი. ყველა დააშინეს, ზოგი მოისყიდეს და ზოგი დააშანტაჟეს. ეს სტრატეგია აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, ამათ სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ. როგორც მოვიდნენ ტყუილებით, ასე გადიან ფონს ტყუილებით - ეს არის ამათი სტრატეგია და ამათი მეთოდი. ეს არის ჩვენი საზოგადოების გარეთ არგამოსვლის მიზეზი", - თქვა მაჩალიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ