ირაკლი ფავლენიშვილმა, იგორ ნარმანიამ და გიული ალასანიამ ბათუმში მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის წიგნი და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს

26.08.24 14:07
ირაკლი ფავლენიშვილმა, იგორ ნარმანიამ და გიული ალასანიამ ბათუმში მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის წიგნი და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს

,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედასთან - გიული ალასანიასთან ერთად, ბათუმის ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ და მიხეილ სააკაშვილის წიგნთან ერთად საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგეს, სადაც ბათუმის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეა საუბარი. 

"ბათუმში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით, "ერთიანობის" პროგრამით ვარიგებთ ჩემი შვილის წიგნებს და რაც თვალშისაცემია, ძალიან ბევრი აღფრთოვანებით გვხვდება, ნაწილი კი კამერებს ერიდება, რაც ასევე, გასაგებია. განწყობა, ზოგადად, ძალიან დადებითია. ჩვენ ვიყავით ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან, რომელიც რეგიონული განათლების ცენტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ყველაფერი შეიცვლება ახლო მომავალში", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომ ბათუმში და ზოგადად, აჭარაში, ხალხი მოწადინებულია, ხმა მისცეს ცვლილებებს:

"ჩვენ დავდივართ ბათუმის ქუჩებში და ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ამაღლებული განწყობით, ხალხი მზადაა და მოწადინებულია, 26 ოქტომბერს ხმა მისცეს ცვლილებებს, ხმა მისცეს "ერთიანობას", რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს "ოცნება" საქართველოში. ამ ხალხის პრობლემები არის ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური გამოწვევები. ბათუმში ეს პრობლემა არ უნდა მდგარიყო, თუმცა 2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში შეჩერებულმა უამრავმა პროექტმა გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უწევს წასვლა ემიგრაციაში, რათა ელემენტარულად, ოჯახები არჩინონ და ამიტომ, ეს ადამიანები დღეს მზად არიან ცვლილებებისთვის", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ. 

,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით კი ბათუმსა და აჭარას სწრაფი ტემპი მოენატრა:

"ბათუმსა და აჭარას მოენატრა სწრაფი ტემპი, მოენატრა მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ენერგეტიკა, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შეჩერებულია. ჩვენ ბათუმელებს ვპირდებით 5 მილიონი ტურისტის შემოყვანას, 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას, გონიოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობას და ბათუმს ვპირდებით განვითარების იმ ტემპს, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს".- განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები