26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ნამდვილად დამარცხდება "ოცნება" - ჭიაბერაშვილი

26.08.24 14:27
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ნამდვილად დამარცხდება "ოცნება" - ჭიაბერაშვილი

"26 ოქტომბერს ნამდვილად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ნამდვილად დამარცხდება "ქართული ოცნება". ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ეს ყველა გამოკითხვაში მკაფიოდაა გამოხატული" - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

რუსეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს"

26 ოქტომბერს ნამდვილად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ნამდვილად დამარცხდება ქართული ოცნება. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ყველა გამოკითხვაში მკაფიოდაა გამოხატული, რომ ქართველ ხალხს უნდა ქვეყანა იმ იზოლაციიდან გამოიყვანოს, სადაც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა რომ ქვეყანა განვითარდეს, არ გაღატაკდეს და არ დარჩეს იზოლაციაში. სწორედ ეს მოხდება 26 ოქტომბერს და საქართველოს მეგობრები ამ ქვეყანას ნამდვილად დაუდგებიან გვერდით ამ განვითარებასა და წინსვლაში", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რუსეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ასევე, აღნიშნულია, რომ „ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ."

მსგავსი სიახლეები