აპირებს თუ არა "ოცნება" საკონსტიტუციო ჩანაწერით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

26.08.24 15:30
აპირებს თუ არა "ოცნება"  საკონსტიტუციო ჩანაწერით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

 

აპირებს თუ არა "ოცნება" საკონსტიტუციო ჩანაწერით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?  - ადამიანები, რომლებიც წლებია ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე მუშაობენ, ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია რუსული დავალებით ამ მძიმე ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. 

ანალიტიკოსი ხათუნა ლაღაძიზე "პირველებთან" ინტერვიში ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარება.

"ეს არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი და პირდაპირი გენოციდი" - ამბობს ლაღაძიზე და აღნიშნავს, რომ "ოცნების" შესაძლო გადაწყვეტილება საგანგაშოა. 

როცა ხელისუფლების მიზანი არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, რომ მას სჭირდება საზოგადოება, რომელიც პარანოიაში იქნება ჩაძირული. "ოცნების" დღევანდელი კამპანია მოკლედ რომ შევაფასოთ ეს არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, დივერსია და გენოციდი. ამიტომაც ამ ფორმატში დაპირების ადგილი არ რჩება. ეს არის "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედის წინააღმდეგ გამოცხადებული პირდაპირი გენოციდი და ფიზიკური განადგურების მუქარა, ამიტომ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე", - ამბობს ლაღაძიზე.

თბილისის მერი, კახა კალაძე გადაჭრით არ ამბობს, არის თუ არა "ოცნების" გეგმაში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება საკონსტიტუციო ჩანაწერით.

რუსული კანონის მხარდამჭერი მერი ირწმუნება, რომ ივანიშვილის გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის გაერთიანებისთვის სჭირდება, რასაც "ოცნება" პრაგმატული პოლიტიკით გააკეთებს. 

"ქართულ ოცნებას" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რაც გააჩნია, რაც აბსოლუტურად ემთხვევა თითოეული ქართველის განწყობას, ფიქრს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და სამშობლო უყვარს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის რთული პროცესი, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ზუსტად მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მუშაობა მიმდინარეობს ამ კუთხით და დაველოდოთ. არ მინდა წინასწარ გავუსწრო რაღაც მოვლენებს", - ამბობს კალაძე.

ამასთან, "ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარიას ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კოალიცია ფსევდოპატრიოტულ თემებზე გადაერთო. 

"ლელოს" გამოეცალა ანაკლიის ყალბი ლობიზმის საფუძველი. ახლა გადაერთვნენ ფსევდოპატრიოტულ თემებზე, მათ შორის, რომ ვითომ "ოცნება" აღიარებას აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების", - ამბობს ოდიშარია.

ცნობისთვის, დღეს, 26 აგვისტოს, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები