“ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის, ან სპეცსამსახურის განცხადება“ - კახა კალაძე

26.08.24 15:36
“ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის, ან სპეცსამსახურის განცხადება“ - კახა კალაძე

“ქართული ოცნება“ რუსეთის დაზვერვის განცხადებას სრულად იზიარებს. დღეს მმართველი გუნდის ლიდერებს გაუჭირდათ, დაეგმოთ პუტინის პროპაგანდის ახალი მითი, რომ თითქოს,  დასავლეთი საქართველოში რევოლუციაას აწყობს.

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ამას არ სჭირდება “არც რუსეთის დაზვერვის და არც  სპეცსამსახურის განცხადება.“

ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ და იმ დაფინანსებებით, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგებისთვის მოდიოდა, იხილა საზოგადოებამ, რა პროექტები ფინანსდებოდა“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი აცხადებს, რომ “ჩვენს სააარჩევნო გარემოში ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი ვერ ჩაერევა.

ვერ ჩაერევა ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი. დანიის მთავრობა რომ აფინანსებს ოპოზიციური სპექტრის გასვლებს რეგიონებში, პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს ნორმალურია?“, - ამბობს კალაძე.

"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.

მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება. 

 

მსგავსი სიახლეები