რუსეთის დაზვერვის სკანდალური განცხადება - რას ამბობს ნინო წილოსანი
“სახელმწიფო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე იყო“, - ასე ეხმაურება “ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი რუსეთის დაზვერვის განცხადებას და ამბობს, რომ სამწუხარო ის არის, რომ ვის ინტერესში იყო, ეს ბოლომდე ნათელი არ არის.
სახელმწიფო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე იყო, ვის ინტერესში იყო, ვინ აფინანსებდა, ვინ ასრულებდა ამას, ეს ყველაფერი ძალიან ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე ნათელი, ვის უნდოდა, ვინ უკვეთავდა და ვის ინტერესში იყო, ეს ყველაფერი.
შესაბამისად რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ მიღებული გამმჭვირვალობის კანონი ვფიქრობთ, რომ დიდ წილად დაეხმარება ამ თეთრის და შავის გარჩევას, ვინ არის ამ ქვეყნისთვის მტრულად თუ მეგობრულად განწყობილი და რა ფორმით ეხმარება ქვეყნის განვითარებას ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად გამოჩნდება, სწორედაც რომ გამჭვირვალობის კანონის სრულად ამოქმედებით“, - ამბობს წილოსანი.
"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.
მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.