ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ძლიერი სახელმწიფოს პირობებში, რაც "ოცნების" მმართველობის პერიოდში შეუძლებელია - მელია

26.08.24 17:15
ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ძლიერი სახელმწიფოს პირობებში, რაც "ოცნების" მმართველობის პერიოდში შეუძლებელია - მელია

"ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ძლიერი სახელმწიფოს პირობებში, რაც "ოცნების" მმართველობის პერიოდში შეუძლებელია" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიას თქმით, ივანიშვილი ყოველ დღე სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი ძალის პირობებში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის გარდაუვალი მშვიდობიანი გზით. ამას სჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი, მდიდარი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილი ყოველ დღე იბრძვის და სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს. გრძელვადიანი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ხელისუფებაში მოსვლის შემდეგ და მას შემდეგ, რაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, გახდება მდიდარი სახელმწიფო. ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ძლიერი სახელმწიფოს პირობებში. ძლიერი სახელმწიფო ვერ იქნება "ოცნების" შემთხვევაში", - ამბობს მელია. 

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, ამბროლაურში ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 
"ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გამო სურს.  

მსგავსი სიახლეები