ივანიშვილის საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინასაარჩევნო პროპაგანდაა - სამნიძე

26.08.24 17:18
ივანიშვილის საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინასაარჩევნო პროპაგანდაა - სამნიძე

"ივანიშვილის საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინასაარჩევნო პროპაგანდაა" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ "პირველებთა" განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, "ქართული ოცნება" ოკუპირებული ტერიტორიების თემით 2024 წლის არჩევნებისთვის ხალხის მობილიზებასა და საზოგადოებაში პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. 

მისი ეს საუბარი ტერიტორიულ მთლიანობაზე არის კიდევ ერთი ღალატი ქვეყნის და წინასაარჩევნო პროპაგანდა კიდევ ერთხელ, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში. ჩვენ გვიჭრდება დასავლეთი და ევროპა, ამას სჭირდება ხელისუფლებას ცვლა. მხოლოდ ასე შეიძლება ვისაუბროთ ტერიტორიის აღდგენაზე", - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, ამბროლაურში ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გამო სურს.  

მსგავსი სიახლეები