"ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ძალადობაზე, შეურაცხყოფასა და ხალხის დევნაზე იქნება აწყობილი - გვარამია
"ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ძალადობაზე, შეურაცხყოფასა და ხალხის დევნაზე იქნება აწყობილი - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "პირველებთან" გააკეთა.
ნიკა გვარამიას თქმით, "ოცნებას" ერთადერთი ალტერნატივა, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება დარჩა.
ბიძინა ივანიშვილის დაპირებები ვეღარ იმუშავებს. ტყუილების მოგონებაც ხომ შეუძლიათ მერამდენე ჯერზე, მაგრამ აზრი არ აქვს. უკვე ყველამ იცის, რომ ამ ხალხს საქართველოს მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი არ აქვს. მათი არავის არ სჯერა. ერთადერთი, რასაც ისინი გვთავაზობენ, იგივე ტექსტებია, რასაც SVR ამბობს. ამიტომ რეალურად მათი მთელი კამპანია იქნება აწყობილი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაბზე, ძალადობაზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და ხალხის დევნაზე. ეს არის მათი არჩევანი და მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ერთადერთი ალტერნატივა, რაც მათ აქვთ, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება და დროზე უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, სხვა არჩევანი არ აქვთ", - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, ამბროლაურში ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გამო სურს.