მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე
მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული განცხადებით კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ დევნა, რომელსაც მის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რუსეთის და კერძოდ, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი შეკვეთაა.
რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში.
მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.
მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მით უმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს.
მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.
მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში.
მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა - არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი - ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
რუსეთის საგარეო უწყება აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული განცხადება "ტვიტერზე" უწყების წარმომადგენელმა, ალექსანდრ ბიკანტოვმა გაავრცელა.