პუტინის რეჟიმის სკანდალური განცხადება “ოცნების“ ნარატივით - დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ შტატების გეგმა გაშიფრა
ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს - რუსეთის დაზვერვის სამსახურის სკანდალური განცხადება “ოცნების“ ნარატივით. ის, რისი თქმაც ოლიგარქის გუნდმა ამ დრომდე ვერ გაბედა, პუტინის რეჟიმმა დააკონკრეტა. რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, გაშიფრეს შტატების გეგმა და დაადგინეს, რომ ამერიკის მიზანი ყველაფრის ფასად, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მოცილებაა.
გამოცხადებული ფერადი რევოლუციიის ქრონიკა კრემლიდან - რიგით უკვე მესამე განცხადებაა მოსკოვიდან, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ქართველ ხალხში ნიადაგს ამზადებენ არჩევნების გაყალბებაზე. ეს იმისთვის, რომ თუ საზოგადოებას მწვავე რეაქცია ექნება და საპროტესტო აქციები დაიწყება, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილ რევოლუციურ სცენარად შეაფასონ.