ივანიშვილის გეგმა აფხაზეთზე - რას მალავს ოლიგარქი
უკიდურესად სახიფათო პოლიტიკური თამაშები ოლიგარქისგან. ივანიშვილის გასაიდუმლოებული საკონსტუტიტუციო ცვლილება შესაძლოა ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა არსებობს და დაანონსა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც მზადდება. ეს ყველაფერი კი ოლიგარქმა წინასაარჩევნოდ წამოიწყო.
“ქართულ ოცნებაში“ დაბნეულობაა. სავარაუდოდ, ზუსტად არ იციან ოლიგაქრის გეგმები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და პასუხებიც კითხვებზე ორაზროვანია. “დაგველოდეთ“ - ეს არის მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი. მეტი სათქმელი ივანიშვილს და მის მთავრობას მოსახლეობისთვის არაფერი აქვს. მეორე საჯარო გამოსვლა და არც ერთი სიტყვა ხალხის გაჭირვებაზე. ერთდაერთი რასაც “ქართული ოცნება“ მოსახლეობას ჰპირდება ოპოზიციაზე შურისძიება და ერთპარტიული დიქტატურაა.
ოლიგარქის შიშები წინაასაარჩევნოდ - რაზეა წამსველელი ივანიშვილი ძაალაუფლების შენარჩუნებისთვის.