ყველაზე ცნობილი რუსი ჯაშუში - როგორ აღმოჩნდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტი საქართველოში?

26.08.24 20:27
ყველაზე ცნობილი რუსი ჯაშუში - როგორ აღმოჩნდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტი საქართველოში?

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჯაშუში საქართველოში. როგორ აღმოჩნდა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის აგენტი სალომე ზურაბიშვილთან, გიორგი მარგველაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან და ლევან ვასაძის მხარდამჭერ აქციაზეც კი. კაცი, რომელიც ყველას ჟურნალისტი ეგონა, სინამდვილეში   სპეცსამსახურების  აგენტია და მოკლული რუსი ოპოზიციონერის შვილთან ჩანერგეს. არსებობს ეჭვი, რომ 2011 წლიდან პუტინის ჯაშუში  აგროვებდა ინფორმაციას, რომელსაც კრემლში გზავნიდა.


ირკვევა, რომ გონსალესი იცნობს ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, მათ მხრადამჭერებს, ესწრება არჩევნებს და ,თითქმის, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ქვეყანაში. მათ შორის თბილისში იყო 2016 წელს და ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობდა. რამდენიმე კვირის წინ, გონსალესი რუსეთსა და დასავლეთს შორის ტყვეთა უპრეცედენტო გაცვლის მონაწილე აღმოჩნდა. ზელიმხან  ხანგოშვილის მკვლლეთან ერთად  ის პუტინმა  დიდი პატივით მიიღო.

 

დეტალები, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები