საქართველოს მთავრობა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, ნატო-სა და ჟენევაში ელჩებს ათავისუფლებს

26.08.24 19:59
საქართველოს მთავრობა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, ნატო-სა და ჟენევაში ელჩებს ათავისუფლებს

დიდი წმენდა  წინასაარჩევნოდ დიპლომატიური მისიაში. “ქართული ოცნება“  ელჩებს  ერთმანეთის მიყოლებით სახლში უშვებს. ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული განკარგულებით ირკვევა, რომ შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ჟენევაში გაეროს მისია და ნატო, ამ დროისთვის, საქართველოს  წარმომადგენლების  გარეშეა დარჩენილი.

უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებენ: ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატოსთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში წარმომადგენლები.

პირველი ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს ალექსანდრე მაისურაძე. ის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი იყო;

ასევე პირველი ოქტომბრიდან რევაზ ლომინაძე  შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აღარ იქნება.

ვიქტორ დოლიძეს ნატოში წარმომადგენლის უფლებამოსილება 21 სექტემბერს ამოეწურება;

15 ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს სოფიო ქაცარავა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს წარმოადგენდა. ის იყო ქვეყნის წარმოამდგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაშიც.

 გადაწყვეტილების მიზეზად, მათი როტაციის ვადის ამოწურვა სახელდება.

მსგავსი სიახლეები