“5 წელია, ვარკეთილის მეტრო ვერ გააკეთეს და აფხაზეთის დაბრუნება უნდათ“ - საბა ბუაძე “ოცნებაზე“
5 წელია, ვარკეთილის და ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია ვერ დაასრულეს და ეს ადამიანი გვეუბნება, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს და ვინმე ჭკუადმყოფელს სჯერა ამის? - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, საბა ბუაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, ბუაძემ ხაზი გაუსვა რიკოთის ავტობანის მშენებლობის პრობლემას და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე კატასტროფული მდგომარეობაა.
12 წელია ავტობანი ვერ დაასრულეს, საუბარია 150 კილომეტრიან მონაკვეთზე. ქვეყნის მთავარი მაგისტრალი ვერ დაასრულეს და გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. 5 წელია, ვარკეთილის და ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია ვერ დაასრულეს და ეს ადამიანი გვეუბნება, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს და ვინმე ჭკუადმყოფელს სჯერა ამის? ვარკეთილის მეტროს ვესტიბული ვერ გააკეთეს და აფხაზეთის დაბრუნება უნდათ და რაღაც მაღალ მატერიებს ეჭიდავებიან, ეს მატყუარები და უსინდისოები.
ყველა მიმართულებით ეს მდგომარეობაა. დიდი ხანია, ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების აუდიტი ჩაუტარდეს ამ მაგისტრალს“,- განაცხადა ბუაძემ.