არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციაა ივანიშვილის და “ოცნების“ შეთავაზება - საბა ბუაძე
“არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციაა ივანიშვილის და “ოცნების“ შეთავაზება. რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ეტყვის უარს“, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ბუაძის მტკიცებით, აფხაზეთის დაბრუნებას კი არ აპირებს ვინმე, პირიქით, “საქართველოს შეყვანას აპირებენ რუსეთში, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი უკვე არის.“
აფხაზეთის დაბრუნებას კი არ აპირებს ვინმე, მათი შეთავაზება რა არის, მათ წარმოუდგენიათ ახალი ტიპის საბჭოთა კავშირში, იგივე რუსეთში საქართველოს შეყვანა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი უკვე არის. რაღაც ტიპის გამთლიანება ოკუპაციის პირობებში წარმოუდგენიათ. რაც არის ტყუილი, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სწორედ გადის ევროკავშირზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე. ჩვენ მიმზიდველი უნდა გავხდეთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ ამ პროცესში გვქონდეს რეალური ხელშესახები პროგრესი დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის და სისტემის ნაწილი უნდა ვიყთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ უმძიმეს პრობლემას გავცეთ პასუხი, რასაც ჰქვია, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება“, - განაცხადა ბუაძემ.