“ოცნება“ ძალიან სახელგატეხილია უკვე - დავით ზურაბიშვლი

26.08.24 22:02
“ოცნება“ ძალიან სახელგატეხილია უკვე - დავით ზურაბიშვლი

“პირველად ვუყურებთ კამპანიას, როდესაც პოლიტიკური გუნდი ამბობს, რომ მხარი უნდა დაგვიჭიროთ იმიტომ, რომ დედა ვუტიროთ ყველას, დავიჭიროთ და ავკრძალოთ“, -  ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში “ოცნების“ დაპირებების შეფასებისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით,  ასეთი საარჩევნო კამპანია პირველად არის, როცა მეტს არაფერს ამბობენ და მთელს მსოფლიოს ებრძვიან 

ამ დაპირებებზე შეიძლება ის ახსნა მოვუძებნოთ, რომ “ოცნება“ უკვე ძალიან სახელგატეხილია და რაც დაპირდნენ არ აასრულეს, მაგრამ ესეც არ მგონია ლოგიკური, იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგ, მუდმივად გვპირდებოდნე ნაცების გასამართლებას და დასრულებას. ახლაც ესაა მთავარი თემა. უბრალოდ ახლა სხვა ტრანსფორმაციია, ნაცები ვართ ყველა, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოგვწონს. რაიმე ლოგიკა რთულია დავინახოთ, მე მგონია, პირადად ივანიშვილის სურვილები მგონია, ყველაფერს ის გეგმავს და მისი წარმოდგენების მიხედვით არის ყვეალფერი აგებული“, - ამბობს ზურაბიშვილი.

ექსპერტი ოლიგარქის იმიჯზეც საუბრობს და მისი მომხრეების შეურაცხყოფად მიიჩნევს იმას, რომ “ასეთ ლიდერს დუშკაბინით თუ აკვარიუმით დაატარებენ“.

ივანიშვილის იმიჯი ხალხში, მის მომხრეებშიც კი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გათვლილი აქვს და იცის. ბრძენია და მაგარი ტიპია, ყველაფერი შეუძლია. ასეთ ლიდერს რომ დაატარებნ დუშკაბინით თუ აკვარიუმით, ძალიან შეურაცხმყოფელია მისი მომხრეეებისთვისაც. ვერ მიდის და ელაპარაკება ხალხს და არის შეშენიებული და დამფრთხალი.ის გამოიყურება დაღლილ - გატანჯულად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

 

26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 2 თვე. ზუსტად 2 თვე გამარჯვებამდე!

26 ოქტომბრის არჩევანი არის ცხადი, როგორც არასდროს. ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს - იზოლაციაში. მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში. ეს არის სწორედ 26 ოქტომბრის არჩევანი. ვირჩევთ ევროპულ განათლებას, ხელფასებს და პენსიებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს - ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ივანიშვილის კლანური მმართველობა, სადაც ეკონომიკა მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. 

ივანიშვილის პირობებში გარდაუვალია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას. 

ივანიშვილი შეშინებული, ვერ შემდგარი დიქტატორია.

მსგავსი სიახლეები