“კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე“ - ვაშაძე

26.08.24 22:09
“კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე“ - ვაშაძე

“ორი თვეა დარჩენილი, დიახ ორი თვე იმ გადაწვყვეტილებამდე, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან მარტივია. ერთი მხრივ არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე მხრივ არის სიღატაკე იზოლაციაში“, ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ისინი სთავაზობენ  ხალხს ერთიანობას, რათა “დიდი ეროვნული თანხმობით შევაბიჯოთ ევროკავშირში.

ჩვენ “ერთიანობას” მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპაში, “ქართულ ოცნებას”  სიღატაკე იზოლაციაში. ჩვენ ევროპული ინვესტიციები და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ისინი ბლოკავენ ევროპულ ინვესტიციებს და მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ჩვენს შემოგვყავს მსოფლიო გიგანტური კომპანიები, რომ საწარმოები გაიხსნას ყველა რეგიონში.
მათ კი უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ გამდიდრდნენ და ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული და ინვესტიციას არ უშვებენ ქვეყანაში. 

ჩვენ გთავაზობთ ხალხო ერთიანობას, ისინი გთავაზობენ  დაპირისპირებას, ჩვენ გთავაზობთ, რომ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და დიდი ეროვნული თანხმობით შევაბიჯოთ ევროკავშირში.
ისინი კი გვეუბნებიან, რომ თურმე უნდა გვძულდეს ერთმანეთი და რომ ერთმანეთში მტერს უნდა ვეძებდეთ.

აი, ესეთი ცალსახაა ეს არჩევანი და ამიტომ ვამბობთ, რომ კეთილდღეობით ევროკავშირისკენ და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც მოაქვს “ ქართულ ოცნებას”.

ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ, ყველას ვესაუბრებით და ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ძალა ერთიანობაშია, ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის პრობლემები, რაც არის. ამ დღეების მანძილზე ვუსმენთ ივანიშვილს და “ ქართულ ოცნებას”. რა მოვისმინეთ მათგან? 
მეტი დაპირსიპირება, მეტი მტრობა, მეტი ღვარძლი, ყველაფერი რაც კი ადამიანმა წარმოიდგინო შენს გონებაში  ყველაფერს ხედავდი იქ. ჩვენ ვამბობთ, რომ  ჩვენ გვინდა პოზიტივი, ჩვენ გვინდა სიკეთე, ერთიანობა, ევროკავშირი, ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები, ჩვენ გვინდა ღირსეული სიბერე ჩვენი პენსიონერებისთვის, ჩვენ გვინდა კარგი განათლება ჩვენი პატარებსითვის, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს, ჩვენ გვინდა სუფსიდირებული სოფლის მეურნეობა, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს. 

ჩვენ ერთიანობას შეგვიძლია  მოვიტანოთ 14 მლრ ევრო, რომლითაც არცერთი მიმართულება მიუხედავი არ დარჩება. ერთიანობით ვიმარჯვებთ და არჩევანი ძალიან ცალსახაა, კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე.”- განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები