"ვიკვლევთ, საიდან არის დაფინანსებული ასეთი კონცერტები" - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
იხარჯება თუ არა თანხები მუნიციპალური ბიუჯეტიდან კონცერტებზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ტარდება და არის თუ არა ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? - ანტიკორუფციულის შეფი ამბობს, რომ განცხადებას იმსი შესახებ, რომ კონცერტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სჭირდება სამართლებრივი დასაბუთება.
რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს: "ვიკვლევთ, საიდან არის დაფინანსებული ასეთი კონცერტები".
ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც საქართველოს დაფინანსებასთან არ მოდის თანხვედრაში, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის დარღვევა. შესაბამისად, ყველა ასეთი კონცერტი იქნება ეს თუ შეხვედრები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიკვლევთ და ვიძიებთ აღნიშნულ საკითხს, საიდან არის დაფინანსებული და როგორ არის.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება, ეს არის თქვენი განცხადება. ამას სჭირდება სამართლებრივი დასაბუთება. შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მონიტორინგი და რა თქმა უნდა, გამოიკვლევა ყველაფერი", - განაცხადა კუპრაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.