ჩემი NATO-ში დანიშვნის შესახებ, ბოლო პერიოდში მთავრობასთან არ მისაუბრია - ბურჭულაძე

27.08.24 14:00
ჩემი NATO-ში დანიშვნის შესახებ, ბოლო პერიოდში მთავრობასთან არ მისაუბრია - ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად მისი კანდიდატურის დანიშვნის მოლოდინშია - ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

როგორც ექს მინისტრი ამბობს, იგი კვლავ ელოდება შემოთავაზების სისრულეში მოყვანას, რომელიც პოსტის დატოვების დროს ჰქონდა და მზაობას გამოთქვამს, რომ ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში საქართველოს ინტერესები ღირსეულად დაიცვას. 

ამასთან, ჯუანშნერ ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ არ იცის, მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მის ელჩად დანიშვნის ბრძანებას ხელს.

მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მთელ სახელისუფლო გუნდს ამ შემოთავაზებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მზაობა გამოვხატო ნატოში ელჩობისთვის. მე გუნდთან ბოლო პერიოდში არ გამივლია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია. ალბათ, კიდევ ერთხელ მექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე და ჩემი პოზიცია გამოვახტო. რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის ხელმოწერას, ეს დამოუკიდებელი საკითხია და მე როგორც ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ვერ ვიხსენებ აქტს, რომ ხელი მოეწეროს პრეზიდენტს ახალი ელჩის ევროპაში დანიშვნაზე. ვინაიდან მე პრეზიდენტის პოზიციას ჩემთან დაკავშირებით კონკრეტულად არ ვიცნობ, ვერ გეტყვით, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს. მე უბრალოდ ფაქტს ვიხსნებ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, თუმცა შეიძლება, ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ელჩის დანიშვნას. არ ვიცი, იგეგმება თუ არა პრეზიდენტისთვის ახალი ელჩების წარდგენა. არ მისაუბრია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პოსტიდან გათავისუფლებამდე საქართველოს მთავრობამ ნატოში, საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები