კახეთი პროქართულად მოაზროვნე რეგიონია და განაჩენში, რომელსაც საქართველო 26 ოქტომბერს "ოცნებას" გამოუტანს, კახეთი გამორჩეულ ადგილზე იქნება - ბოტკოველი

27.08.24 14:00
კახეთი პროქართულად მოაზროვნე რეგიონია და განაჩენში, რომელსაც საქართველო 26 ოქტომბერს "ოცნებას" გამოუტანს, კახეთი გამორჩეულ ადგილზე იქნება - ბოტკოველი

კახეთის რეგიონთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოხატულ პოზიციას "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი არ იზიარებს.

ბოტკოველი ამბობს, რომ კახეთი პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონია და განაჩენში, რომელსაც საქართველო 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გამოუტანს, კახეთი გამორჩეულ ადგილზე იქნება.

არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება ბატონი ზურაბიშვილის განცხადება, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კახეთი არის გამორჩეულად პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონი. შეუძლებელია, მშრომელი ადამიანი აზროვნებდეს იზოლაციისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა არ განვითარდეს რუსეთი რომ მტერია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული თითოეულ იმ ადამიანს, ვინც არამხოლოდ კახეთში, სრულიად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ცხოვრობს და იმ განაჩენში, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება გამოტანილი ქართველი ხალხის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რა თქმა უნდა, კახეთი იქნება გამორჩეულ ადგილზე, იმიტომ რომ მშრომელმა ადამიანებმა, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ცივილიზაცია და ის ფასეულობები, რომლისკენაც ჩვენ ყველანი ერთად მივილტვით", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები