"არაჩვეულებრივად არის გადმოცემული ..." - მათიკაშვილი წულუკიანის განცხადებით აღფრთოვანებულია

27.08.24 14:14
"არაჩვეულებრივად არის გადმოცემული ..." - მათიკაშვილი წულუკიანის განცხადებით აღფრთოვანებულია

"ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი თეა წულუკიანის განცხადებით აღფრთოვანებულია. მისი თქმით, სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებულს პოსტში, არაჩვეულებრივად არის ასახული გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით მოცემულობა.

თეა წულუკიანის სტატუსი მე წავიკითხე, იქ არაჩვეულებრივად არის ასახული და გადმოცემული ყველაფერი რაც, დღევანდელ მოცემულობას, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი ქალბატონების განცხადებების და სურვილებთან მიმართებით, სინამდვილეში მათ მიერ გაკეთებული საქმიანობით და ბეგრაუნდით უნდა წარსდგეს ყველა საზოგადოების წინაშე და წარმატებას მიაღწიოს და არა ხელოვნუირ კვოტირებით. დანარჩენი, ქალბატონმა თეამ კარგად აღწერა და აღნიშნა ამ სტატუსში და კიდევ ერთხელ თუ გადაიკითხავენ, საკუთარ თავს, არა მარტო სახელი და გვარით, არამედ, პირადად ისე ზოგადადაც ამოიცნობს", - განაცხადა მათიკაშვილმა. 

გუშინ თეა წულუკიანმა ანა დოლიძეზე იერიში მიიტანა. "ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან სხვა თემაზე აღვარღვარეთ "- დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კულტურის მინისტრმა.

თეა წულუკიანი გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ "ოცნებას" ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება".

ასევე ნახეთ: 

ანა დოლიძის პასუხი "კომისარ წულუკიანს"
 

 

მსგავსი სიახლეები