"ივანიშვილის "შედი ქალო ბუტკაში" გამახსენდა" - აქუბარდია ამბობს, რომ "კულტურის მინისტრი კულტურისგან შორსაა"

27.08.24 14:29
"ივანიშვილის "შედი ქალო ბუტკაში" გამახსენდა" - აქუბარდია ამბობს, რომ "კულტურის მინისტრი კულტურისგან შორსაა"

თეა წულუკიანის გამოქვეყნებულმა განცხადებამ, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, ბიძნა ივანიშვილის ე.წ. ხუმრობა "შედი ქალი ბუტკაში" გაახსენა.

აქუბარდია, კულტურის მინისტრს უკულტუროდ მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ივანიშვილი, რომელიც შუშის ბუტკიდან ელაპარაკება ხალხს და ქალბატონი წულუკიანი, რომელსაც თავი ბუტკაში ჰგონია", ქალ დეპუტატებზე ტავდასხმების სერიას ახორციელებენ.

ის, რომ ე.წ. დელეგატებიდან, რომელიც მაჟორიტარობის რეინკარნაციაა, არცერთი ქალი არ ჰყავთ, ეს მე მახსენებს, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხუმრობას "შედი ქალო ბუტკაში" და როგორც ჩანს, ივანიშვილი, რომელიც შუშის ბუტკიდან ელაპარაკება ხალხს და ქალბატონი წულუკიანი, რომელსაც თავი ბუტკაში ჰგონია, აგრძელებს ამ თავდასხმების სერიას, ზიზღის ენის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მინისტრს უამრავი პრობლემა აქვს კულტურის სფეროში. ამ ზიზღის ენით საუბარი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად შორსაა ის კულტურასთან მიმართებაში", - ამბობს აქუბარდია. 

გუშინ თეა წულუკიანმა ანა დოლიძეზე იერიში მიიტანა. "ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან სხვა თემაზე აღვარღვარეთ "- დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კულტურის მინისტრმა.

თეა წულუკიანი გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ "ოცნებას" ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება".

ასევე ნახეთ: 

ანა დოლიძის პასუხი "კომისარ წულუკიანს"

მსგავსი სიახლეები