ცაგერის მერი გადადგა - რას უკავშირებენ ოპოზიციაში მისი პოსტიდან წასვლას?

27.08.24 15:10
ცაგერის მერი გადადგა - რას უკავშირებენ ოპოზიციაში მისი პოსტიდან წასვლას?

ცაგერის მერი გადადგა - ლევან ზალკალიანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ის ან თავად განერიდა მოახლოებულ არჩევნებს, ან სპეციალურად გაარიდეს.

ცაგერში მერი ისევ გადადგა, ზალკანიანი, ყოფილი პროკურორი “ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნებით აირჩია, როგორც ყოველთვის, ამომრჩეველს არ განუმარტეს, რატომ და რისთვის დატოვა თანამდებობა, ერთადერთი რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ის განერიდა და გაარიდეს კარზე მომდგარ არჩევნებს“,  - განაცხადა კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნინო ტვილდიანმა. 

ამ დროისთვის მერის მოვალეობას, მისი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი ასრულებს.

ლევან ზალკალიანის გადადგომის შესახებ ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. 

 

მსგავსი სიახლეები