ოპოზიციის პასუხი ანტიკორუფციული ბიუროს შეფს
ოპოზიციის პასუხი ანტიკორუფციული ბიუროს შეფს - პოლიტიკური პარტიების ლიდერები რაჟდენ კუპრაშვილს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალეა, “ქართული ოცნების“ კი გაუმჭვირვალე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის მტიცებით, მათი კოალიციის “ქართულ ოცნებას“ გამორჩეულად ეშინია.
“ძლიერი საქართველო“ არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პოლიტიკური პლატფორმა, რომლისაც ქართულ ოცნებას გამორჩეულად ეშინია, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ რეალურ ალტერნატივას, რეალური ცვლილებების შესაძლებლობას მოქალაქეებისთვის, სწორედ ამით არის განპირობებული მათი მხრიდან განსაკუთრებული აგრესია, ჩვენს კოალიციაზე და მათ შორის ერთ-ერთ სუბიექტზე, “თავისუფლების მოედანზე“, რომელსაც წარმოადგენენ ავტორიტეტები, ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში ჩართულნი არასოდეს ყოფილან“,- განაცხადა კუპრაძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის “კორფციული გაპრავების ბიური და არა ანტიკორუფციული ბიურო.“
სპეცრეისებით დაფრინავენ საშოპინგოდ - დუბაი, მილანი. შვილები ამერიკაში სასწავლებლად სპეცრეისებით დაჰყავთ, ნახევარმილიონიანი საათები, რა დღეში არ არიან და ანტიკორუფციული ბიური რითაა დაკავებული? ეს ანტიკორუფციული ბიუროა. თუ კორუფციის გაპრავების ბიურო“,- აცხადებს ვაშაძე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
მისი თქმით, ამ პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რაც საფრთხეს წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის.
ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას 31 აგვისტომდე აძლევს.