რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე - "თავისუფლების მოდანი"
რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე - ასე პასუხობს "თავისუფლების მოდანი" ანტიკორუფციული ბიუროს შეფის განცხადებას.
მოძრაობის თქმით, "ქართული ოცნების" თავდასხმები რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობაა.
Ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე.
ქართული ოცნების თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის.
ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან - ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ეს ადამიანები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების.
საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.