ანტიკორუფციულის შეფის შემდეგ, ოპოზიციის შემოსავლების გასაჯაროებას “ოცნებაც“ ითხოვს

27.08.24 16:32
ანტიკორუფციულის შეფის შემდეგ, ოპოზიციის შემოსავლების გასაჯაროებას “ოცნებაც“ ითხოვს

ანტიკორუფიული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასთან დაკავშირებით “ოცნებაში“ ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია, მათ დაადეკლარირონ საიდან აქვთ ეს შემოსვლები და რაში ხარჯავენ.

"ხალხის ძალის" ლიდერის გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, “ენდიაი“ და “აირაი“ აფინანსებდნენ პოლიტიკურ პროცესებს და აქციებს და სწორედ, ესაა ის უცხოური ძალა.

ენდიაი და აირაი აფინანსებდნენ პოლიტიკურ პროცესებს და აქციებს, შესაბამისად, იმედია, ამის შემდგომ მათ ექნებათ საშუალება გაიაზრონ, რომ პირდაპირი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ეს არის ზუსტად ის ძალა უცხოური, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, ეს ის ძალაა, რომელიც ენჯეოებს ეუბნება, რომ ხელისუფლება დაამხონ უკანონოდ და მეორე ფრონტი გახსნან. ეს არის ზუსტად, როცა გვეუბნებიან სად არის ე.წ გლობალური ომის პარტია, სხვა არაფერი არ არის, ის არსად რეგისტრირდება, ის პირდაპირ ერევა საშინაო საქმეებში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვისაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უნდა, ვალდებულია, კანონით განსაზრღვრული პასუხისმგებლობა მიიღოს.

სახეზეა თაღლითობის სავარაუდო ფაქტი, თაღლითი ლელოს, ხაზარაძე-ჯაფარიზეც მსგავსი პრინციპით იკრებს საზოგადოებას მის გარშემო, ყველა, ვისაც სურს ქართულ რეალობაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ვალდებულია, მიიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“,- ამბობს მათიკაშვილი. 

რუსული კანონის საჭიროებაზე საუბრობს მმართველი გუნის ლიდერი, ბექა ოდიშარია და ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რამდენად საჭირო იყო მისი მიღება.

იქ არიან უკმაყოფილოები ენჯეოები, რომლებიც ფარულად ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, ზოგი დეკლარირებულადაც, თუმცა არ რეგისტრირდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები, ფულს იღებენ დონორებისგან და ხარჯავენ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის დანაშაული. მათ უნდა დაადეკლარირონ საიდან აქვთ ეს შემოსვლები და რაში ხარჯავენ. აი, კიდევ ერთი დასტური იმის, თუ რამდენად საჭირო იყო გამჭვირვალობის შესახებ ჩვენს მიერ მიღებული ქართული კანონი“, - აცხადებს ოდიშარია. 

 

მსგავსი სიახლეები