რუსეთის დაზვერვის შეფის განცხადება - რას ამბობენ "ოცნებაში"

27.08.24 17:18
რუსეთის დაზვერვის შეფის განცხადება - რას ამბობენ "ოცნებაში"

რსეთის საგარეო დაზვერვის სკანდალურ განცხადებას, თავად ამ უწყების შეფის განცხადებაც წამოეწია - "ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოზე როგორც რუსეთს, ისე აშშ-ს თავისი მიზნები გააჩნია და ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი განცხადება თითოეული მხრის მიერ სათავისო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

გასაგებია, რომ ყველა თავის სამრეკვლოდან უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ საქართველოს გარშემო არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ვნებები, მიზნები და ღელვა. ეს მიზნები გააჩნია, როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთის ფედერაციას. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი განცხადება, ქართული მხარის მიერ გაკეთებული, ან ნებისმიერი ქმედება, ორივეს მხრიდან სათავისო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვეძებოთ შინაარსი იმაში, თუ რა უნდა საქართველოს, რა სჭირდება ჩვენს დემოკრატიას, ჩვენ სუვერენიტეტს და არ ვეძებოთ  შინაარსი იმაში, რა უნდა რუსეთის ფედერაციას, ან აშშ-ს", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რუსეთი საქართველოოში ფერადი რევოლუციის მცდელობის აღსაკვეთად ემზადება. სააგენტო "ტასი" ამ ინფორმაციას დაზვერვის სამსახურის შეფზე, სერგეი ნარიშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები