ეს არის დასტური, რამდენად სახიფათო ფაზაში ვართ - სამნიძე რუსეთის დაზვერვის შეფის განცხადებაზე

27.08.24 17:12
ეს არის დასტური, რამდენად სახიფათო ფაზაში ვართ - სამნიძე რუსეთის დაზვერვის შეფის განცხადებაზე

როცა "ოცნების" მსგავსად რუსეთიც რევოლუციაზე საუბრობს, ეს არის დასტური, თუ რამდენად სახიფათო ფაზაში ვართ - ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის განცხადებას კოალიცია "ცვლილებებისთის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე .

სამნიძის თქმით, რუსეთს აწყობს, რომ საქართველოს "ოცნების" ხელისუფლება მართავს, რადგან ოპოზიციონერის განცხადებით მმართველი გუნდი და კრემლი სწორედ იდენტურ განცხადებებს აკეთებენ. 

რუსეთს, პირველ რიგში აწყობს ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს "ქართული ოცნება". როცა მიდის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გარე ძალებზე საუბარი, არარსებულ რევოლუციებზე საუბარი ყოველ წელს და ყველა არჩევნების წინ და როცა ამის იდენტურ განცხადებას ვისმენთ უკვე რუსეთისგან ან ტაშის დაკვრას ვუყურებთ რუსეთისგან, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ და როცა მუდმივად შიშია გადატრიალებების, რევოლუციის, რომლის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, მაგრამ მოწმენდილ ცაზე სულ ამაზე საუბრობს "ოცნება" და დღეს უკვე რუსეთი ეხმიანება, ეს არის დასტური, თუ რამდენად სახიფათო ფაზაში ვართ და რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და დავდგეთ მყარად ევროპის მხარეს", - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

რუსეთი საქართველოოში ფერადი რევოლუციის მცდელობის აღსაკვეთად ემზადება. სააგენტო "ტასი" ამ ინფორმაციას დაზვერვის სამსახურის შეფზე, სერგეი ნარიშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები