ვინ იქნება “ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი?
ვინ იქნება “ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი? - ოლიგარქის გუნდში ამ დრომდე არ იციან, ჩაწერს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიის სათავეში ირაკლი კობახიძეს.
თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდნენ თუ არა კობახიძის კანდიდატურას სიის პირველ ნომრად , “ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობს, რომ “დიახ, ვისურვებდი.“
ქადაგიშვილი ასევე ამბობს, რომ სიის ფორმირების პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და საჯარო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება.
ფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ეს პროცესი დასრულდება და საჯარო გახდება, ყოველთვის არის ხოლმე მოლოდინი, როგორი იქნება სიის პირველ ნომერი, პირველი ათეული. ამიტომ დავტოვოთ ეს ინტერესი, რომ არ იყოს რაიმე მარჩიელობა და სპეკულაციები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ ერთადერთი ეროვნული ძალა “ოცნებაა“ და ეს საზოგადოებამაც იცის.
ქართველი ხალხის მოტყუებას ვერავინ შეძლებს, 90 - იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ერთადერთი ეროვნული ძალა, მმართველი გუნდი, რომელმაც შეძლო და ქვეყანა გადაარჩინა ომისგან, დაამყარა გრძელვადიანი მშვიდობა, ეკონომიკური პროცესი და წარმატება. ეს არის ქართული ოცნება და ეს კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
ისევ ოპოზიციას ესმის თავს “ხალხის ძალის“ ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ მათ არანაირი წინსაარჩევნო გეგმები არ აქვთ.
ხან ორი, ხან სამი ერთიანდებიან, ვერც ცალ-ცალკე გამოდიან, ვერც ერთიანდებიან, ეს არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ ოპოზიციას არანაირი წინასაარჩევნო გეგმები არ აქვს, როგორც ეუბნებიან მათი პატრონები, ისე ლაგდებიან“, - ამბობს მაჭარაშვილი.