ორ დღეში გაიგებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ - თეონა აქუბარდია
დეპუტატი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომელსაც საზოგადოება 2 დღეში გაიგებს.
აქუბარდიას თქმით, სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილმა საფრთხე შეუქმნა.
არჩევნები ორ თვეში ტარდება. მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ორ დღეში გაიგებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ. მე ვიქნები კვლავ შეუპოვარი, ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილმა საფრთხე შეუქმნა და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროპული მომავლის გადასარჩენად, რაც დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს , ხალხის აქტიურობით აუცილებლად დასრულდება ქვეყნის გამარჯვებით“,- განაცხადა აქუბარდიამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.