კობახიძის განკარგულება: მილიონები წინასაარჩევნოდ რეგიონებს და მუნიციპალიტეტების მიერ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 304 ათასი
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონებს მთავრობა დამატებით 14 მილიონს აძლევს - მოპოვებულია ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება, რომელიც 23 აგვისტოთი თარიღდება.
ბოლო ერთ თვეში, ეს უკვე მეორე განკარგულებაა. აქამდე კობახიძემ, დაახლოებით ერთი თვის წინ, მხოლოდ 20 მილიონის განკარგვის შესაძლებლობა მისცა მუნიციპალიტეტებს, შემდეგ კი 14 მილიონი დაუმატა. ჯამში საუბარია 34 მილიონ ლარზე.
ამას გარდა, კონცერტების და კულტურული ღონისძიებებისთვის ზესტაფონის, ბორჯომის, თელავის, სამტრედიის და ტყიბულის მერებმა 304 ათას ლარი გამოყვეს. მათში ზესტაფონის მერია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელმაც ასი ათასი ლარი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ღონისძიება "ქართული ცის ქვეშ" გამართოს.
კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბესიკ დონაძე ადმინისტრაციული რესურსის წინაასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს.
პარტიული მიზნებისთვის, სხვადასხვა სქემით იყენებს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებს. "ოცნება" ცდილობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს და ეს ძალიან კარგად ჩანს მის ქმედებებში და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მუნიციპალიტეტის მერების ქმედებებში, რომლებმაც საარჩევნო პერიოდში დანიშნეს, მაგალითად "ტყიბულქალაქობა". ყველაფერი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიდან. პრემიერმა ორი განკარგულება გამოსცა - ერთი არის 20 მილიონიანი, მეორე, 14 მილიონიანი. ეს არის საარჩევნოდ განკუთვნილი თანხები. არცერთ ამ შესყიდვაზე არ უნდა განხორციელდეს ტენდერი. ყველა შესყიდვა არის გამარტივებული წესით. მერები დააფინანსებენ მათივე საარჩევნო კამპანიას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წაიღებენ ფულს, მისცემენ გამარტივებული წესით მათთან დაახლოებულ კომპანიებსდ აფაქტობრივად, ეს საბიუჯეტო ფული მოხვდება "ოცნების" ხელში", - ამბობს ბესო დონაძე.