„ქართული ოცნება“ აშკარად დაადგა ლუკაშენკოს და პუტინის გზას - სერგო ჩიხლაძე
„ქართული ოცნება“ აშკარად დაადგა ლუკაშენკოს პუტინის გზას, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ თვამჯდომარის განცხადება. მისი თქმით, ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ თავისივე ნაკისრ ავლდებულებას არ შეასრულებს.
პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირ ვალდებულებას, მათ მიერვე ნაკისრ ვალდებულებას ისინი არ შეასრულებენ. თანაც, ეს არის გზავნილი მოსახლეობისადმი, რომ ჩვენ როგორც გვინდა ისე გადავწყვეტთ, ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, რომ თქვენ რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ, მოხვალთ არჩევნებზე, არ მოხვალთ, აგვირჩევთ, არ აგვირჩევთ, მაინც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“ აშკარად დაადგა ლუკაშენკოს და პუტინის გზას, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.
მსგავსი სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ