ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს კონსულტაციები - გიორგი კირთაძე
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ამის შესახებ ცნობილი გახდება.
კირთაძე საარჩევნო სახელის ცვლილებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ კოალიცია “საარჩევნო ნომრით - ოთხი, არჩევნებზე ამ სახელით იასპარეზებს“.
კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო ნომრით - ოთხი, არჩევნებზე ამ სახელით იასპარეზებს, და ის იქნება გადამწყვეტი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ იმაში, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში უსაფრთხოდ და კეთილდღეობით ცხოვრობდნენ. ბედნიერი ადამიანები იყვნენ, კი არ გარბოდნენ, არამედ პირიქით, უკან ბრუნდებოდნენ.
ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი კირთაძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.