"დღე გადარჩენის მოგვიახლოვდა" - პრეზიდენტმა არჩევნების გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა

27.08.24 18:04
"დღე გადარჩენის მოგვიახლოვდა" - პრეზიდენტმა არჩევნების გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა არჩევნების გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა.

ხელი მინდა მოვაწერო განკარგულებას, რითაც სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს ინიშნება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის".

მისი განცხადებით, "საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს". 

"დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.