29 აპრილს ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ერთგულ პარტნიორებს - პრეზიდენტი
29 აპრილს ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ერთგულ პარტნიორებს - საქართველოს პრეზიდენტმა "ოცნების" საპატიო თავმდჯომარეზე პერსონალური იერიში მიიტანა და თქვა, რომ ახლა ქვეყანა დიდი არჩევანის ზღვარზე დგას.
პრეზიდენტი ამბობს, რომ “არჩევანის წინაშე დავდექით, ქვეყანა ან იქნება ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი, ან დაბრუნდება წარსულში, რუსეთის მარწუხებში“.
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალეს. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსული დაუნდობლობის და ქართული საუკუნოვანი შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად, საქართველო, მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის...“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.