“ქართული ოცნება“ ქალების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს - ბაია პატარაია
“საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია „ოცნებას“ ქალების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციონერ ქალებს ებრძვის.
პატარაიას მტკიცებით, მათი სიტყვით გამოსვლები დისკომფორტს უქმნით პარლამენტში და ეს ვერ მოუნელებიათ.
“ქართული ოცნება“ რეალურად ატარებს ქალების საწინააღმდეგო პოლიტიკას, ყველა გაგებით და ებრძვის ოპოზიციონერ ქალებს. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ და რეალურად დისკომფორტს უქმნიან პარლამენტში, კარგი სიტყვით გამოსვლები აქვთ, და ეს ვერ მოუნელებია “ოცნებას“ . საკუთარ პარტიაშიც გააქრო და ამოწყვიტა ქალები და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ოპოზიციურ პარტიებშიც იგივე მოხდება. თუმცა, ამ ქვეყანაში ქალი ამომრჩეველი არის 52 %, უმრავლესობაში. წარმოუდგენელია, 21 საუკუნეში, საქართველოში პოლიტიკა ქალების გარეშე“, - ამბობს პატარაია.
გუშინ თეა წულუკიანმა ანა დოლიძეზე იერიში მიიტანა. "ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან სხვა თემაზე აღვარღვარეთ "- დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანი გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ "ოცნებას" ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება".