რუსული დაზვერვა “ოცნების“ სამსახურში - რა გეგმა აქვს კრემლს საქართველოში

27.08.24 20:08
რუსული დაზვერვა “ოცნების“ სამსახურში - რა გეგმა აქვს კრემლს საქართველოში

 

 

 

 

მოსკოვის  გეგმა გაცხადებულია - ყველა მეთოდით შეუნარჩონონ ძალაუფლება ოლიგარქს. “ჩვენი მიზანია საქართველოში დაგეგმილი “ფერადი რევოლუციის“ აღკვეთა“ - ამბობს რუსეთის დაზვერვის პირველი პირი, რომელმაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მტრად გამოაცხადა, რუსეთი კი ქვეყნის მხსნელად. სერგეი ნარიშკინმა დღეს საქართველოს წინააღმდეგ პრაქტიკულად ახალი პროვოკაცია დაანონსა. კრემლში დაწერილი სცენარის რეალიზება კი მოსკოვმა და “ქართულმა ოცნებამ“ უნისონში დაიწყეს. 

რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გმირი დღეს  კახა კალაძეა. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის სიტყვები გამოცემების სათაურებიდან არ ჩამოდის. კალაძის განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა რუსეთის დაზვერვის ვერსია, კრემლისთვის მტკიცებულებაა, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას გეგმავს. მოსკოვში კმაყოფილებას არ მალავენ.  საქართველოს ხელისუფლება რუსულ გეგმას უშეცდომოდ მიყვება.



 რა გეგმა აქვს კრემლს ჩვენს ქვეყანაში- ინა ცარციძეა პირდაპირ ეთერში