დიდი ქაოსი ქართულ ოცნებაში - ვინ იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი?

27.08.24 20:17
დიდი ქაოსი ქართულ ოცნებაში - ვინ იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი?

დიდი ქაოსი ქართულ ოცნებაში - არჩევნებამდე 2 თვით ადრე არავინ იცის ვინ სად იქნება საპარლამენტო სიაში ან იქნება თუ არა საერთოდ. ჯერ უცნობია სიის პირველი ნომრის ვინაობაც. დააყენებს თუ არა კობახიძეს ივანიშვილი საპარლამენტო გუნდის ლიდერად, უცნობია. არჩევანი ოლიგარქმა ორ ირაკლის შორის უნდა გააკეთოს. ივანიშვილი არ ჩქარობს, შესაბამისად, მმართველ გუნდში ნერვების ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ოპოზიციას კი 3 დღე დარჩა ცვლილებებისთვის. პოლიტიკურ გაერთიანებებს 30 აგვისტომდე აქვთ ვადა ახალი წევრები ერთი სახელის ქვეშ გააერთიანონ. თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მიმართულებით ოპოზიციურ ფლანგზე მოსალოდნელი აღარ არის. განაცხადი უკვე გააკეთებულია. მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ გამსხვილების შესაძლებლობა იხურება. კოალიციებმა შესაძლოა ახალი წევრები ინდივიდუალურად დაიმატონ, ოღონდ სახელის ცვლილების გარეშე.  მთავარი მიზანია, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზციური ხმა.

 

დეტალები, ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.