ელჩების გარეშე დარჩენილი ქვეყნები და ორგანიზაციები - რატომ მოაწყო პრემიერმა დიპლომატიურ სამსახურში წმენდა?

27.08.24 20:21
ელჩების გარეშე დარჩენილი ქვეყნები და ორგანიზაციები - რატომ მოაწყო პრემიერმა დიპლომატიურ სამსახურში წმენდა?

ელჩების გარეშე დარჩენილი ქვეყნები და ორგანიზაციები.  რატომ  მოაწყო  პრემიერმა დიდი წმენდა დიპლომატიურ მისიებში მოულოდნელად, როცა ამას არ აპირებდა? საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა,რომ დიპლომატებს როტაციის ვადა გაუგრძელდებოდათ, რადგან  არ ენდობიან პრეზიდენტს, რომელსაც შესაძლოა, პროცესი ჩიხში შეეყვანა. ახლი კი, ვისაც ვადა ამოეწურათ, კობახიძემ ყველა სახლში გაუშვა და არც შემცვლელების დანიშვნას გეგმავს.

უკვე რვა თვეა, ელჩის პოსტის შეთავაზებას ნატოში ელოდება ექს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძეს  დაპირდნენ, მაგრამ სავარაუდოდ, გადააგდეს. მთავრობიდან საერთოდ აღარ ეხმიანებიან. ექს მინისტრთან ამ დრომდე ერთი სატელეფონო ზარიც კი არ განხორციელებულა. ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სანდო კადრი კობახიძემ მოატყუა და საბოლოოდ თამაშგარეთ დატოვა.

 

დეტალები, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.