კონცერტების წინასაარჩევნო სეზონი რეგიონებში - არღვევს თუ არა კანონს ხელისუფლება
არღვევს თუ არა კანონს ხელისუფლება, როდესაც წინასაარჩევნოდ ბიუჯეტიდან მის მხარდამჭერ კონცერტებს აფინანსებს. ამ კითხვაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პასუხი არა აქვს. მილიონები რეგიონებს არჩევნებისთვის. “ქართული ოცნება“ ხალხის ფულს საკუთარი კამპანიისთვის არ ზოგავს. ჯამში საუბარია 34 მილიონზე, რომელიც რეგიონებს პრემიერმა დამატებით გამოუყო.
აგვისტოში გაახსენდათ, რომ ჩასატარებელი აქვთ ტყიბულ-ქალაქობა, ზღვისპირა საღამოები ფოთში და პროექტი - ქართული ცის ქვეშ ზესტაფონში. ეს ყველაფერი კი ასი ათასობით დაჯდება ბიუჯეტიდან.
მხოლოდ კონცერტებში, სხვადასხვა ქალაქები, 300 ათასამდე დახარჯავენ. კონცერტების წინასაარჩევნო სეზონი “ოცნებამ“ დუშეთში გახსნა, თუმცა რეპერტუარი აშკარად ვერ შეარჩია.
დეტალები, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.