ანტიკორუფციული ბიუროს შეფი ოპოზიციას დაჯარიმებით ემუქრება, “ოცნების'' შემოსავლებზე კი კითხვები არ აქვს
ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულის არ შემჩნევის პარალელურად, რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსურ წნეხს ოპოზიციას უანონსებს. ანტიკორუფციული ბიუროს შეფი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ პარტიები დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, რის გამოც მათ დაჯარიმებით ემუქრება.
ეს იმ დროს, როცა შტატების ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის პარტია თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით ფინანსდება. მაგრამ ამ და სხვა სავარაუდო დანაშაულებებზე რაჟდენ კუპრაშვილი არ რეაგირებს. ისევე როგორც დუმს ექსპრემიერის მამის უსაფუძვლოდ გამდიდრებასა და მთავრობის მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე.
დეტალები, ანა მდივანის სიუჟეტში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.