წულუკიანის თავდასხმა ქალ პოლიტიკოსებზე - რას პასუხობენ კულტურის მინისტრს
შედი ქალოო ბუტკაში- ივანიშვილის ცნობილი ფრაზით ქალი დეპუტატები თეა წულუკიანს პასუხობენ. სამიზნე კულტურის მინისტრი მისი უკულტურო შინაარსის პოსტის გამო გახდა. სიძულვილის ენით მიმართვაზე ვიცე-პრემიერი მას შემდეგ გადავიდა, რაც პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ თქვა,რომ ოცნებას ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება.
საპასუხოდ წულუკიანს არ გამორჩენია არავინ, ვინც არ ლანძღა, დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა.მართალია ადრესატი ანა დოლიძე იყო, მაგრამ მხოლოდ დოლიძეზე არ გაჩერებულა. კულტურის მინისტრმა ქალ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. არადა ოცნებამ ცოტა ხნის წინ პარლამენტში გენდერული კვოტირება გააუქმა.