politico: ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს

27.08.24 21:20
politico: ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს

გამოცემა politico საქართველოში მიმდინარე ამბებზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე გამოცხადების გეგმები გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და აიძულებს დასავლეთის მკაცრ პასუხს, გააფრთხილა ევროკავშირი.

გამოცემა ევროკომისიის სპიკერს, პიტერ სტანოს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ,  ბრიუსელი "შეშფოთებულია"  “ქართულო ოცნების“ განცხადებით, რომლის თანახმად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის “ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას გეგმავს“.

ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - თქვა სტანომ.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ბოლო თვეებში დაიმსხვრა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსული კანონის საპასუხოდ, მისი წევრობის განაცხადი ფაქტობრივად გააყინა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ უფრო შორს წავა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პროდასავლური ფრაქციების ,დაშლით დაემუქრა. ოპოზიციონერ დეპუტატებს აეკრძალებათ ადგილის დაკავება, კობახიძე კი მათ „კრიმინალურ პოლიტიკურ ძალებს“ უწოდებს. მისი მტკიცებიტ, ეს ნაბიჯი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის“,- წერს გამოცემა.

ევროკომისიის სპიკერის თქმით, “ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“

ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ რიტორიკას და მოვლენებს და მზად არის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. თუმცა, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს შეუერთდეს და შეცვალოს ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები, წევრობის კარი ღია რჩება“,- დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები