არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინის მეორე დოზას აუცილებლად გაიკეთებს და ამის შესახებ არ დავიწყებია. ტიკარაძე ასევე, იმედოვნებს, რომ ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს.
მე, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ როდესაც გავიკეთებ. რა თქმა უნდა, ყველა პირველი პირის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიირებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამბობს ტიკარაძე.